ახალი კუკია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:29, 20 ნოემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ახალი კუკია − კუკიის მიკროუბანი. XIX საუკუნის 40–50-იან წლებში ჩუღურეთიდან და ავლაბრიდან დაიწყო მოსახლეობის მასობრივი გადასვლა კუკიაზე დასასახლებლად, რის შედეგადაც ახლანდელი არნოლდ ჩიქობავას ქუჩის გადაღმა, ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით, გაჩნდა ახალი დასახლება. 80–90-იან წლებში ახალმა კუკიამ დაიკავა რკინიგზის გადაღმა, ძველი ნაძალადევისა და კუკიის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია.