ბამბის რიგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:39, 21 ნოემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბამბის რიგი

ბამბის რიგი — ძველი თბილისის რაიონი (კალა); სიონის ქუჩიდან ზვიად გამსახურდიას სანაპირომდე. თბილისის ერთ-ერთი უძველესი ქუჩა.

წარმოიქმნა XIX ს-მდე. მისი სახელწოდება დაკავშირებულია ადრე ამ ქუჩაზე განლაგებულ ბამბეულის, მატყლის, ჩითის, ფარჩისა და სხვ. ნაწარმის სავაჭრო დუქნებსა და საწყობებთან. მოვაჭრეთა ასეთ რიგს ბაზაზხანა (არაბ.-სპარს. – ბაზაზხანე; ფართლეულის სავაჭრო სახლი) ერქვა. თბილისში 2. ბაზაზხანა იყო: დიდი (კ. აფხაზის ქუჩის იმ მონაკვეთზე, რომელიც სიონის ქუჩის პარალელური იყო) და მცირე ანუ ქვემო ბაზაზხანა, რომელიც ბამბის რიგის სახელით არის ცნობილი. შემდეგ კიდევ ერთი ბაზაზხანა გაჩნდა ბნელ რიგში (ახლანდ. ჟან შარდენის ქუნ).

1981 ჩატარდა ქუჩის რეკონსტრუქცია-რეგენერაცია (არქიტ. ჯგუფი; ხელმძღვ. გ. ბათიაშვილი). აღდგენილია არქიტექტორ ღაზარ სარქსიანის პროექტით 1903 აგებული მანთაშევისეული მაღაზიები („მანთაშევსკიე რიადი“). შენობის სანაპიროსკენ მიმართულ კედელზე მიმაგრებულია კინორეჟისორ ს. ფარაჯანოვის ძეგლი (მოქანდაკე ვ. მიქაბერიძე).



წყარო

ენციკლოპედია: თბილისი ქუჩები, გამზირები, მოედნები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები