შხეფის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შხეფის ქუჩა – ქუჩა თბილისში, ძველი თბილისის რაიონი (სოლოლაკი); ამაღლების ქუჩიდან მთის ფერდობამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. 1900 წლამდე წყალსადინარის III ქუჩა ერქვა. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც წყალსადინარის შესახვევი. ამ ქუჩაზე მთაწმინდის ფერდობებიდან მოედინებოდა წვიმის ნიაღვრები. 1924 წელს დაერქვა შხეფის ქუჩა.