ბესიკის მოედანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:09, 21 ნოემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბესიკის მოედანიმოედანი თბილისში, მთაწმინდის რაიონში (მთაწმინდა). ბესიკის, ვახტანგ მოსიძის, კირილე უკლებასა და ვახტანგ კოტეტიშვილის ქუჩებს შორის. წარმოიქმნა XIX საუკუნის I ნახევარში. აღნიშნულია მიწისმზომელ ტოვარნიცკის მიერ შედგენილ ქალაქის 1933–1935 წლების გეგმაზე. 1923 წლამდე — დავითის, ერთ-ერთი ასურელი მამის სახელი ერქვა (ამ მოედნიდან მიდიოდა გზა მამადავითის ეკლესიისაკენ), შემდეგ ბესიკის სახელი ეწოდა. მოედნის ნაწილი ჯერ კიდევ 1900 წელს გადაკეთდა სკვერად. ძველად, მამადავითობის დროს, მოედანზე იმართებოდა სახალხო სეირნობა და ჭიდაობა. მოედნის ცენტრში დგას სულხან-საბა ორბელიანის ძეგლი (მოქანდაკე ტ. სიხარულიძე. არქიტექტორი ნ. ლასარეიშვილი).


წყარო

ენციკლოპედია: თბილისი ქუჩები, გამზირები, მოედნები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები