კონსტანტინე გამსახურდიას გამზირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:48, 23 ნოემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კონსტანტინე გამსახურდიას გამზირიქუჩა თბილისში, საბურთალოს რაიონში (საბურთალო); გმირთა მოედნიდან გიორგი სააკაძის მოედნამდე. მერაბ კოსტავას ქუჩის მონაკვეთს კონსტანტინე გამსახურდიას სახელი ეწოდა 2006 წელს.

ქუჩაზე განლაგებულია საცხოვრებელი სახლები, სასწავლო და ადმინისტრაციულ-საზოგადოებრივი დანიშნულების მრავალი შენობა: ასბინიანი საცხოვრებელი სახლი [d] (1939; არქიტექტორი მიხეილ კალაშნიკოვი [d]); საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსები (I კორპუსი აშენდა 1940–1956 წლებში. არქიტექტორი მიხეილ ნეპრინცევი; მთავარი ადმინისტრაციის კორპუსი — 1954. არქიტექტორი მიხეილ შავიშვილი); ენერგეტიკის ინსტიტუტი; საზოგადოებრივი მაუწყებლის, ყოფილი საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ადმინისტრაციის კორპუსი (1966; არქიტექტორი არჩილ ქურდიანი); სპორტის სასახლე (1961; არქიტექტორები: ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, იური კასრაძე. კონსტრუქტორი დ. ქაჯაია), რომლის წინ დგას სკულპტურული კომპოზიცია „მზეჭაბუკი“ (მოქანდაკე დიმიტრი მიქატაძე. არქიტ. ვ. ალექსი-მესხიშვილი); ზოოლოგიური პარკი (დაარსდა 1927 წელს). ქუჩაზე გამოდის მეტროს სადგური „ტექნიკური უნივერსიტეტი“.


წყარო

ენციკლოპედია: თბილისი ქუჩები, გამზირები, მოედნები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები