გარეთუბანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:14, 23 ნოემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გარეთუბანი – ძველი თბილისის რაიონი. შუა საუკუნეების უბანი მტკერის მარჯვ. მხარეს, კალის გალავნის გარეთ, ახლანდწლი შ. დადიანის, ა. პუშკინისა და ნ. ბარათაშეილის ქუჩების ხაზის ჩრდილოეთითა და დასავლეთიით – მთაწმინდის ქედსა და მტკვარს შორის. ქალაქის სანახებში ადგილის გეოგრაგიული სახელწოდება „გარეთუბანი.“ პირველად XVI ს-ში, კერძოდ, 1562 წ. შედგენილ სიგელში გვხვდება. ვახუშტი ბატონიშილის მიერ შედგენილ თბილისის 1735 წ. გეგმაზე ამ ადგილას დატანილია მეფის, დედოფლის, მამასახლისის ბაღები, ბეჟანას ქარვასლა და სხვ. დროთა განმავლობაში გარეთუბანი იზრდებოდა დასავლეთისკენ და XIX ს. 50-იან წლებში ახლანდ. ძმები კაკაბაძეების ქუჩამდე აღწევდა. 60- იანი წლებიდან ქალაქის ოფიციალურ ტოპონიმიკაში აღარ იხსენიება.


წყარო

ენციკლოპედია: თბილისი ქუჩები, გამზირები, მოედნები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები