გიორგი მერჩულის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:46, 24 ნოემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გიორგი მერჩულის ქუჩა − ქუჩა თბილისში, კრწანისის რაიონში (ხარფუხი); იაკობ ცურტაველის ქუჩიდან სოღანლუღის შესახვევამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში, თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც თაუზის შესახვევი, შემდეგ ქუჩა გახდა. 1958 წელს გიორგი მერჩულის სახელი ეწოდა.