სოფელ გნუღის კოშკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:49, 26 ნოემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საერთო ხედი

სოფელ გნუღის კოშკი - გვიანი შუა საუკუნეები - სოფლის მიდამოებში მდებარე კოშკი ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით. კოშკის ჩრდილოეთი და დასავლეთი კედლის დიდი ნაწილი ჩამონგრეულია, ჩამონაშალმა ქვებმა იგი მთლიანად ამოქოლა, რის გამოც გეგმა არ იკითხება. კედლები შემორჩენილია 10-15 მეტრის სიმაღლეზე. შესასვლელი სამხრეთ კედელშია მოთავსებული.კოშკს სამხრეთიდან მინაშენი ჰქონდა, რომლისგანაც შემორჩენილია დასავლეთი და სამხრეთი კედლის ნაწილები. ტერიტორიაზე ყრია ჩამონაშალი ქვა.



წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები