მანსვეტოვი პეტრე
პეტრე ივანეს ძე მანსვეტოვი – (26.08.1864-1917) სომეხი გენერალ-მაიორი (19.04.1913).
დაიბადა ტფილისის გუბერნიის აზნაურის ოჯახში. განათლება მიიღო ტფილისის I გიმნაზიაში, ტფილისის კადეტთა კორპუსში 1885 წელს , ტფილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელში 1888 წელს და ალექსანდრეს სამხედრო-იურიდიულ აკადემიაში 1898 წელს.
1888 წლიდან მსახურობდა კავკასიის მე-4 მსროლელ პოლკში.
1898-1902 წლებში მსახურობდა კანდიდატად სამხედრო მოსამართლის თანამდებობაზე.
1902-1904 წლებში მსახურობდა თურქესტანის სამხედრო ოლქის სამხედრო გამომძიებლად.
1904-1907 წ.წ. მსახურობდა თურქესტანის სამხედრო ოლქის სამხედრო პროკურორის თანაშემწედ.
1907-1913 წლებში მსახურობდა თურქესტანის სამხედრო ოლქის სამხედრო გამომძიებლად.
1907 წლის 22 აპრილს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
1913-1917 წლებში მსახურობდა თურქესტანის სამხედრო-საოლქო სასამართლოს სამხედრო მოსამართლედ.
სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო რუსეთის ორდენებით. წმ.ანას II ხარ.(1912) და წმ.სტანისლავის II ხარ.(1910) ორდენებით.