მღებროვი აბესალომ-აბელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:55, 28 ნოემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბესალომ-აბელ ივანეს ძე მღებროვი – (20.12.1845–1916 ) სომეხი გენერალ-ლეიტენანტი (06.04.1914).

დაიბადა ქ. ტფილისში.
1866 წლიდან მსახურობდა ჯარში. 1868 წელს დაამთავრა ნიკოლოზის საინჟინრო სასწავლებელი და სანქტ-პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტი.
1868 წლიდან მსახურობდა კავკასიის მესანგრეთა I ბატალიონში. მონაწილეობდა (1877-1878) წლების რუსეთ-თურქეთის ომში (იცავდა შავიზღვისპირეთს).
1887-1890 წლებში მსახურობდა იმიერკასპიის ტვირთების და ჯარების გადაზიდვების საქმისწარმოების განყოფილების უფროსის უფროს თანაშემწედ.
1890-1892 წლებში მსახურობდა მთავარ შტაბში, ახლად შექმნილ იმიერკასპიის რკინიგზის ექსპლოატაციის საქმის მწარმოებლად.
1895 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
1903 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება.
1903-1914 წლებში მსახურობდა გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს სამხედრო მიმოსვლის განყოფილებაში- ქვეგანყოფილების უფროსად.
1914-1916 წლებში მსახურობდა მთავარ სამხედრო-ტექნიკურ სამმართველოში დავალებათა გენერლად. 1916 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან წლოვანებით.

გარდაიცვალა და დაკრძალულია ქ. პეტროგრადში.

საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებული რუსეთის ორდენებით იყო: წმ.ანას~ III (1883), II (1898) და I ხარ. (1914).
წმ.სტანისლავის III (1880), II (1894) და I ხარ. (მახვილებით-1906).
წმ.ვლადიმერის~ IV (1896), III ხარ.(1900) და II ხარ. (1915) ორდენით.
,,თეთრი არწივის ორდენით (1916).

ცნობილი გამომგონებელი და ჯავშანტექნიკისა და იარაღის კონსტრუქტორი, ვლადიმერ მღებროვი (1886-1915)-მისი შვილია.


წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები