სიფელ ვალიანთას ღვთისმშობლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:39, 1 დეკემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეკლესიის გეგმა

სოფელ ვალიანთას ღვთისმშობლის ეკლესია - ადრე შუა საუკუნეები - ეკლესია ნაგებია რიყისა და ფლეთილი ქვით, აგრეთვე ფიქალით. ფასადების კუთხეები ამოყვანილია თლილი ქვის კვადრებით. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნალისებრი აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. აბსიდის იატაკი ერთი საფეხურით მაღალია დარბაზის იატაკთან შედარებით. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. შემორჩენილია ნახევარსფერული კონქის ჩრდილოეთი ნაწილი. გრძივი კედლები იყოფა ორსაფეხურიანი პილასტრების საშუალებით. პილასტრების გარდა ორ-ორი იმპოსტია, რომელთაც, შესაძლოა, კედლის თაღები ეყრდნობოდა.

აღმოსავლეთ ფასადის სარკმელი

ეკლესიას სამი მხრიდან არქიტრავული შესასვლელი აქვს. დასავლეთის შესასვლელის ორივე მხარეს მაღალი ნიშებია, რომლებზეც კბილანა თაღებია გადასული. კარის წირთხლები, სარკმლის ჩარჩოები, თაღები და პილასტრები შირიმისა და მოწითალო ტუფისაა. ინტერიერი სავსეა ჩამონაშალი ქვით. სამხრეთი ფასადის აღმოსავლეთ ნაწილში კარის იმიტაციაა, აღმოსავლეთ სარკმელს სამმაგი ლილვი აჩარჩოებს. პირველი ლილვი გრეხილია. სარკმლის თავზე ჩადგმულ კვადრზე ჯვრის რელიეფური გამოსახულელიეფური გამოსახულებაა, მის ზემოთ წარბია. აღმოსავლეთ ფასადს კედლის ნახევარწრიული ნიშები სამ ნაწილად ჰყოფს. დასავლეთ შესასვლელის ორივე მხარეს კრონშტეინებია. კამარა და კონქი ჩამოქცეულია, კედლები შემორჩენილია 9-10 მ. სიმაღლეზე. ფასადები ძლიერ არის დაზიანებული.




წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები