სოფელ ზემო აჩაბეთის აბოწმინდას სახელობის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:59, 2 დეკემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დასავლეთის ფასადი

სოფელ ზემო აჩაბეთის აბოწმინდას სახელობის ეკლესია - განვითარებული შუა საუკუნეები - ეკლესია მდებარეობს სოფლიდან დასავლეთით 1 კმ-ზე. პერანგშემოცლილი ეკლესიიდან შემორჩენილია დასავლეთი კედელი, ჩრდილო-დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი კუთხე, აბსიდის ჩრდილო ნაწილი და სამხრეთი კედლის მხოლოდ ქვები. აბსიდს ნახევარწრიული ფორმა ჰქონდა. ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ დასავლეთ კუთხეებში პილასტრების ნაწილი იკითხება. დასავლეთ კედლის ცენტრში გაჭრილია გარედან არქიტრავული, შიგნიდან კი თაღოვანი შესასვლელი. თაღი გადაყვანილია სოლისებრი ფორმის ქვებით. ეკლესიის ირგვლივ და ინტერიერში მიწის დონე ძლიერ აწეულია. ტერიტორია სავსეა ჩამონაშალი ქვით.




წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები