მამულოვი სტეფანე
სტეფანე სოლო მონისძე მამულოვი, (1902-26.09.1976) სომეხი გენერალ- ლეიტენანტი (09.07.1945).
დაიბადა ტფილისში, ვაჭრის ოჯახში. დაამთავრა ტფილისის ვაჟთა № 4 სკოლა 1920 წელს და, საკავშირო საგეგმო აკადემია1931 წელს.
1917-1919 წლებში მუშაობდა ტფილისის კერძო საწარმოში მეთუნუქედ.
1921-1922 წლებში მუშაობდა ტფილისის მე-10 რაიონის მილიციის კომისარიატში.
1922 წლიდან მსახურობდა წითელ არმიაში რიგითად, შემდეგ მე-3 ქართული მსროლელი დივიზიის, პარტიული ბიუროს მდივნად და, სამხედრო კომისრად.
1922-1923 წლებში მსახურობდა I ქართული მსროლელი დივიზიის, პოლიტგანყოფილების საორგანიზაციო ქვეგანყოფილების უფროსად.
1923-1924 წლებში მუშაობდა საქართველოს ცეკას, აფხაზეთის საოლქო კომიტეტის ინსტრუქტორად.
1924 წელს მუშაობდა გაზეთ ,,ტრუდოვაია აბხაზიას“ რედკოლეგიის წევრად და ამავე გაზეთის პასუხისმგებელი რედაქტორის მოადგილედ.
1924-1925 წლებში მუშაობდა განათლების მუშაკთა, აფხაზეთის კავშირის თავმჯდომარედ.
1925-1926 წლებში მუშაობდა საქართველოს ცეკას ქ.სოხუმის ქალაქკომის პასუხისმგებელ მდივნად.
1926 წელს დაინიშნა საქართველოს ცეკას, აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პროპაგანდის და აგიტაციის განყოფილების გამგედ.
1926-1927 წლებში მუშაობდა სოხუმის მაზრის პასუხისმგებელ მდივნად. 1927-1928 წლებში მუშაობდა საქართველოს ცეკას ინსტრუქ- ტორად. 1928 წელს დაინიშნა საქართველოს ცეკას საინფორმაციო ქვე- განყოფილების გამგედ. 1928-1929 წლებში მუშაობდა საქართველოს ცეკას ინფორმა- ტორად. 1929-1930 წლებში მუშაობდა საქართველოს ცეკას პასუხისმ- გებელი მდივნის თანაშემწედ. 1930-1931 წლებში მუშაობდა საქართველოს ცეკას საორგანი- ზაციო განყოფილების, პარტიული მშენებლობის სექტორის გამგედ და, საორგანიზაციო განყოფილების გამგის მოადგილედ. 1931-1932 წლებში მუშაობდა ყაზახეთის სსრ სამხარეო კომიტ- ეტის 1-ი მდივნის თანაშემწედ. 1932-1933 წლებში მუშაობდა გაზეტ ,,კაზახსტანსკაია პრავ- დას~ პასუხისმგებელი მდივნის მოადგილედ და, ქ. პრიბალხაშის (ყაზახეთის სსრ) რაიკომის პასუხისმგებელ მდივნად. 1933-1934 წლებში მუშაობდა უკრაინის სსრ-ში ქ.დნეპროპეტ- როვსკის პეტროვსკის სახ. მეტალურგიული ქარხნის პარტიული კომიტეტის, სააგიტაციო-სამასო განყოფილების გამგედ და, პარ- ტიული კომიტეტის მდივნის მოადგილედ. 1934-1936 წლებში მუშაობდა ამიერკავკასიის სამხარეო კომი- ტეტის საბჭოთა ვაჭრობის განყოფილების გამგის მოადგილედ. 1936 წელს დაინიშნა საქართველოს ცეკას, ხელმძღვანელი პარტიული მუშაკების განყოფილების გამგის მოადგილედ. 1936-1937 წლებში მუშაობდა საქართველოს ცეკას, ხელმძღვა- ნელი პარტიული მუშაკების განყოფილების გამგედ. 1937-1938 წლებში მუშაობდა საქართველოს ცეკას, თბილისის საქალაქო კომიტეტის მე-3 მდივნად. 1938 წელს დაინიშნა საქართველოს ცეკას, სოფლის მეურნეო- ბის განყოფილების გამგედ.
1939 წლიდან მსახურობდა შინსახკომის სისტემაში. 1939 წელს დაინიშნა სსრკ შინსახკომის - სამდივნოს უფროსის 1-ლ მოადგილედ. 1946 წლამდე მსახურობდა შსს-ს სამდივნოს უფროსად. 1943 წლის 14 თებერვალს მიენიჭა ,,სახელმწიფო უშიშროების III რანგის კომისრის წოდება~. 1946-1953 წლებში მუშაობდა სსრკ შსს მინისტრის მოადგილედ, იყო შსს კოლეგიის წევრი. 1953 წლის 30 ივნისს დააპატიმრეს ,,ბერიას საქმესთან~ დაკავ- შირებით, და 1954 წლის 28 სექტემბერს მიუსაჯეს 14 წლით თავი- სუფლების აღკვეთა. 1968 წლის 28 ივნისს გაათავისუფლეს საპატიმროდან. პატიმ- რობას იხდიდა ვლადიმერის ციხეში. არ იქნა რეაბილიტირებული. დაჯილდოებული იყო ლენინის (1949, 1952), წითელი დროშის (1940,1943), წითელი ვარსკვლავის (1944,1951), სამამულო ომის I ხარ.(1945) ორდენებით. მიღებული ჰქონდა შინსახკომის დამსახურებული მუშაკის (1942) სამკერდე ნიშანი.