ლამია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:23, 30 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლამია(ბერძნ.) ფანტასტიკური ურჩხული, რომელიც თურმე შთანთქამდა ბავშვებს. მას ძველ საბერძნეთში ბავშვების საფრთხობელად მიიჩნევდნენ.

ლეგენდის თანახმად, ლამია ოდესღაც ულამაზესი ქალი ყოფილა. იგი უხილავს ზევსს და შეყვარებია. ეჭვიან ჰერას მათი შვილები მოუკლავს. ამის გამო გაბოროტებულ ლამიას დაუწყია სხვისი შვილების ხოცვა და ბავშვების სისხლისმსმელ შემზარავ არსებად გარდასახულა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები