ტერ-თადევოსიანი არკადი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არკადი ივანეს ძე ტერ-თადევოსიანი – ( 22.05.1939-31.03.2021) სომეხი გენერალ-მაიორი (25.05.1992) სომხეთის ეროვნული გმირი (08.05.2021)

დაიბადა ქ. თბილისში (საქართველოს სსრ). დაამთავრა თბილისის საშუალო სკოლა. ბაქოს საერთო-საჯარისო სამეთაური სასწავლებლის ლენინგრადის ზურგისა და ტანსპორტის სამხედრო აკადემიის დათავრების შემდეგ მსახურობდა საბჭოთა არმიის შეზღუდულ სამხედრო კონტინგენტში, ავ- ღანეთის დემოკრატიულ რეპუბლიკაში, შემდეგ გერმანიაში, ჩეხოსლოვაკიასა და ბელორუსიაში, ხოლო 1987 წლიდან – სასომხეთში.

1988 წლიდან იღებდა აქტიურ მონაწილეობას მოხალისეთა სწავლებებში.

1990 წელს გახდა მოხალისეთა რაზმ „დავიდ სასუნცის“ წევრი. რაზმი იცავდა სასაზღვრო სომხურ სოფლებს.

1991 წლის 6 მაისს დაინიშნა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასთან არსებული პირველი სახელმწიფო სამხედრო უწყების – თავდაცვის კომიტეტის გარეშე სამხედრო მომზადების განყოფილების უფროსად, რომელიც რთულ პოლიტიკურ პირობებში ახორციელებდა რესპუბლიკის სასწავლო დაწესებულებებში, ყოფილ დოსააფში და სხვა ორგანიზაციებში მიზნობრივ მუშაობას, სწავლობდა სახელმწიფოთა გამოცდილებას.

1991 წლის 13 ივლისს პოლკოვნიკი ტერ-თადევოსიანი დაკავებული იყო მოხალისეთა გადამზადებით. ავღანეთში მას ეძახდნენ „მთის მელას“ და უდავოდ აფასებდნენ მის ხელოვნებას მთიანი ომის წარმოებისას. სამშობლოში კი, პირადი შემადგენლობის სპეც-მომზადების განსაკუთრებული მეთოდიკისათვის მას შეარქვეს - „კომანდოსი“ აგრძელებდა თავისი ცოდნის და მდიდარი გამოცდილების გამოყენებას თავდაცვის სამინისტროს კადრების აღზრდის სამმართველოს უფროსის, შემდეგ კი მინისტრის თანაშემწის თანამდებობებზე, ხოლო 2002 წლიდან მუშაობდა ყოფილ დოსააფში.

საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებულია წითელი დროშის და საპატიო ნიშნის ორდენებით (სსრკ), სომხეთის საბრძოლო ჯვრის I ხარ. ორდენით.

ტერ-თადევოსიანი ერევნის საპატიო მოქალაქეა (1998).


წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები