ისახანიანი გევორქ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გევორქ ანუშავანის ძე ისახანიანი – (დ.27.05.1960), სომეხი გენერალ-მაიორი (2004) რუსეთის ფედერაციის გმირი (28.06.2000).

დაიბადა ქ. თეთრ-წყაროში (საქართველოს სსრ), (ყოფ. ბელი კლიუჩი). იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. 1977 წელს გაწვეულიქნა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში.

1981 წელს დაამთავრა რიაზანის უმაღლესი სამხედრო-სადესანტო სამეთაურო სასწავლებელი. მსახურობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ნაწილებში. მეთაურობდა საპარაშუტო-სადესანტო ოცეულს, იყო საპარაშუტო-სადესანტო ასეულის მეთაურის მოადგილე და მეთაური.

1987 წლიდან მსახურობდა ავღანეთში, საბჭოთა კავშირის შეზღუდული სამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაში, საპარაშუტო-სადესანტო ბატალიონის შტაბის უფროსად. მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების სრულ გამოყვანამდე (1989 წლის თებერვალი). საბჭოთა კავშირში დაბრუნების შემდეგ, მეთაურობდა საპარაშუტო-სადესანტო ბატალიონს, ბელორუსიის და მოსკოვის სამხედრო ოლქებში. მონაწილეობდა ყოფილ სსრკ ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტების ლოკალიზაციაში.

1993 წელს დაამთავრა მ. ფრუნზეს სახ. სამხედრო აკადემია. მსახურობდა საპარაშუტო-სადესანტო პოლკის მეთაურად. იბრძოდა 1994-1996 წლების ჩეჩნეთის პირველი ომის დროს.

1996-1997 წლებში მონაწილეობდა ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში (ყოფ. იუგოსლავია), სამშვიდობო ოპერაციაში, საპარაშუტო- სადესანტო ჯარების ბრიგადის შტაბის უფროსად.

1998 წლის თებერვალში დაინიშნა 76-ე გვარდიული საჰაერო-სადესანტო დივიზიის, 234-ე გვარდიული საპარაშუტო-სადესანტო პოლკის მეთაურად (ქ. ფსკოვი).

1999 წლის აგვისტოდან 2000 წლის თებერვლამდე იბრძოდა თავისი პოლკის სათავეში, ჩეჩნეთსა და დაღესტანში შ. ბასაევის და ჰატაბის წინააღმდეგ, შემდეგ იბრძოდა ჩეჩნეთის მეორე ომის ბრძოლებში. მისი პოლკის ყველა საბრძოლო ოპერაცია განსხვავდებოდა ძირფესვიანი მომზადებით და, მასში მონაწილე ჯარების სახეობათა მკაცრი ურთიერთმოქმედებებით. ნახევარი წლის განმავლობაში მის პოლკში ბრძოლებში დაიღუპა 10 ჯარისკაცზე ნაკლები.

2000 წლის 28 ივნისის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებით, მამაცობისა და თავდადებისათვის, ჩრდილო კავკა- სიაში კონტრტერორისტული ოპერაციის მსვლელობისას, 76-ე გვარდიული საჰაერო-სადესანტო დივიზიის, 234-ე გვარდიული, შავიზღვის, კუტუზოვის III ხარისხის და წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის, საპარაშუტო-სადესანტო პოლკის მეთაურს-გვარდი- ის პოლკოვნიკ გევორქ ანუშავანის-ძე ისახანიანს მიენიჭა რუსეთის ფედერაციის გმირის წოდება, წარჩინების განსაკუთრებული ნიშნის – მედლის „ოქროს ვარსკვლავის“ გადაცემით.

2000 წლის დეკემბრიდან მსახურობდა ფსკოვის სამხედრო-საჰაერო ჯარების დივიზიის შტაბის უფროსად. 2002 წლის მაისიდან მსახურობდა რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საჰაერო ჯარების საბრძოლო მომზადების უფროსად.

2006 წლის იანვრიდან გენერალ-მაიორი ისახანიანი მსახურობს სვერდლოვსკის ოლქის ,,რუსეთის თავდაცვის სპორტულ- ტექნიკური ორგანიზაციის (РОСТО) უფროსად.

საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებულია 2 წითელი ვარსკვლავის და საპატიო ნიშნის (სსრკ) ორდენებით. ორდენით მამაცობისათვის (რუსეთის ფედერაცია)


წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები