მეტისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:39, 30 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეტისი(ბერძნ.) „სიბრძნე“, ოკეანიდა, ზევსის პირველი მეუღლე, სიბრძნის განმასახიერებელი ღვთაება.

ოკეანოსის ასული მეტისი ბრწყინავდა თავისი სილამაზით. როდესაც მას თვალი ჰკიდა ზევსმა, მოიხიბლა მისი მშვენებით. მეტისს არ სურდა უზენაეს ღვთაებასთან სარეცლის გაზიარება და სხვადასხვა სახედ გარდასახული ლამობდა მისგან თავის დაღწევას, მაგრამ ვერ შეძლო. ერთხელაც იგი დაიჭირა ზევსმა და თანაეყო. უკვდავთა და მოკვდავთა ღვთაებას უმისნეს: დაიბადება ქალწული, სიმამაცითა და გონიერებით მამის მსგავსი, მაგრამ მეტისი თუ კვლავ დაფეხმძიმდება, იშვება ვაჟი, რომელიც დაისაკუთრებს სამეფო სკიპტრას. შეშინდა ზევსი, მეტისი საწოლ ოთახში შეიტყუა და ჩაყლაპა. ძველებს სწამდათ, რომ იმყოფებოდა რა ზევსში, მეტისი მისი მრჩეველი იყო.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები