ვართანოვი არტემი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:16, 10 დეკემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არტემ ვართანოვი

არტემ ვართანოვი − (15.02.1855 − 25.10.1937), სომეხი გენერალ-ლეიტენანტი (31.05.1913).

დაიბადა ტფილისში, დაამთავრა ტფილისის რეალური სასწავლებელი 1872 წელს, მიხეილის საარტილერიო სასწავლებელი 1875 წელს, მიხეილის საარტილერიო აკადემია 1882 წელს და ოფიცერთა საარტილერიო სკოლა 1895 წელს. ჯარში მსახურობდა 1872 წლი დან, 1875 წლიდან კი ოფიცრად. მონაწილეობდა (1877-1878) წლების რუსეთ-თურქეთის ომში, ორჯერ დაიჭრა. ომის შემდეგ დაინიშნა კავკასიის სამხედ როოლქის სასწავლო-სა არტილერიო პოლიგონის უფროსის თანაშემწედ.

1895-1898 წლებში მსახურობდა 39-ე საარტილერიო ბრიგადის I ბატარეის მეთაურად.

1898-1904 წლებში მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის მე-2 სასწავლო საარტილერიო პოლიგონის უფროსად.

1904-1905 წლებში მსახურობდა 59-სა არტილერიო ბრიგადის I დივიზიონის უფროსად.

1905-1907 წლებში მსახურობდა მორტირთა მე-3 საარტილერიო დივიზიონის მეთაურად.

1907-1908 წლებში მსახურობდა მე-16 საარტილერიო ბრიგადის მეთაურად.

1908-1912 წლებში მსახურობდა 27-ე საარტილერიო ბრიგადის მეთაურად.

1900 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

1907 წლის 31 მაისს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება.

1912-1916 წ.წ. მსახურობდა XIV საარმიო კორპუსის არტილერიის ინსპექტორად. მონაწილეობდა 1914-1918 წლების პირველ მსოფლიო ომში.

1916 წლის 16 აპრილს დაინიშნა I არმიის არტილერიის ინსპექტორად.

1919 წლის 2 ივლისიდან ირიცხებოდა „ჩრდილოეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების“ მთავარსარდლის შტაბის რეზერვში, შემდეგ კი შავი ზღვის ოლქის ჯარების რეზერვში.

1919 წლის დეკემბრიდან თავმჯდომარეობდა უწყებათაშორისო სარეკვიზიციო კომისიას ქ. ხერსონში.

1920 წლიდან მსახურობდა მთავარსარდალ პრანგელის, „რუსული არმიის“ შტაბის, ბეჭდვით განყოფილებაში, ყირიმის სრულ ევაკუირებამდე. ევაკუირებულ იქნა კატაროში (იუგოსლავია), გემ „ისტერნ-ვიქტორზე“.

1929 წელს ავადმყოფობის გამო წაერთვა ორივე ფეხი, მაგრამ საღი გონება დარჩა სიკვდილის ბოლომდე. გარდაიცვალა ქ. ბანია-ლუკაში (იუგოსლავია). დაკრძალულია იქვე სამხედრო პატივით.

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო რუსეთის ორდენებით:
წმ. ანას IV (მამაცობისათვის - 1877), III (მახვილებით და ბაფთით - 1879), II (1895) და I ხარ.(მახვილებით - 1915),
წმ. სტანისლავის III (მახვილებით და ბაფთით-1878), II (1890) და I ხარ.(1910),
წმ. ვლადიმერის IV (1895), III (1904) და II ხარ. (მახვილებით - 1915),
თეთრი არწივის (მახვილებით - 1816) ორდ.

წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები