არუთინოვი მიხეილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:03, 11 დეკემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიხეილ არუთინოვი

მიხეილ ნიკოლოზის ძე არუთინოვი – (19.09.1906-1995), სომეხი გენერალ-მაიორი (18.02.1958)/

დაიბადა ტფილისის გუბერნიის, დაბა სიღნაღში, ღვინის სარდაფის მეპატრონის ოჯახში. 1923 წელს გადავიდა საცხოვრებლად სიღნაღიდან ტფილისში, სადაც ერთდროულად დაიწყო მუშაობა წარმოებაზე და სწავლა ტფილისის მე-2 საშუალო სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ, დაიწყო მუშაობა ფიზკულტურის და სპორტის ინსტრუქტორად საქართველოს კომკავშირის სამაზრო კომიტეტში.

1927 წელს შევიდა ამიერკავკასიის ქვეით სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ მსახურობდა კავკასიის მე-3 მსროლელი დივიზიის, ლორეს მე-7 წითელდროშოვან სამთო-მსროლელ პოლკში.

1935 წელს დაწინაურებულ იქნა საზენიტო-სატყვიამფრქვევო პოლკის ბატალიონის მეთაურად და გაგზავნილ იქნა მოსკოვში, წითელი არმიის საზენიტო-სატყვიამფრქვევო სამეთაურო შემადგენლობის და ხელოვნების კურსებზე.

1939 წელს გადმოყვანილ იქნა ქ. სოხუმში (აფხაზეთის ასსრ), მსროლელ - მეტყვიამფრქვევთა სასწავლებელში, სასწავლო ნაწილის უფროსის თანამდებობაზე და კურსანტთა ბატალიონის მეთაურად.

საბჭოთა კავშირის (1941-1945) წლების დიდი სამამულო ომის დაწყების თანავე არუთინოვი აყალიბებს 834-ე მსროლელ პოლკს, რომელიც შევიდა მე-400 მსროლელი დივიზიის შემადგენლობაში. ერთ-ერთი ბრძოლის დროს, მოწინააღმდეგის კონტრშეტევის უკუგდებისას მძიმედ დაიჭრა.

1942 წელს მაიორი არუთინოვი დაინიშნა ვორონეჟის ფრონტის, მე-60 არმიის, 107-ე მსროლელი დივიზიის, 516-ე მსროლელი პოლკის მეთაურად, რომელიც აწარმოებდა მძიმე ბრძოლებს ვორონეჟის ჩრდილო-აღმოსავლეთის მისადგომებთან. მძიმე ბრძოლისას არუთინოვი დაიჭრა ნაღმის ნამსხვრევით.

1943 წლის თებერვალში მას მიენიჭა პოდპოლკოვნიკის სამხედრო წოდება. კურსკის ბრძოლის მსვლელობისას მძიმედ დაიჭრა. ლამის მთელი წელიწადი ექიმები იბრძოდნენ მისი სიცოცხლისათვის.

1944 დასაწყისში არუთინოვი დაბრუნდა მწყობრში და განაგრძობდა ბრძოლას მოწინააგმდეგესთან. მალევე ის დაინიშნა 261-ე მსროლელი დივიზიის, 876-ე მსროლელი პოლკის მეთაურად. მთელმა მისმა ომის შემდგომმა სამხედრო სამსახურმა გაიარა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში. დიდ ხანს მეთაურობდა პოლკს.

1952 წელს პოლკოვნიკმა არუთინოვმა დაამთავრა ფრუნზეს სახ. სამხედრო აკადემიასთან არსებული აკადემიური კურსები, რის შემდეგ დაინიშნა ჯერ მოტომსროლელი შენაერთის მეთაურის მოადგილედ, ხოლო შემდეგ მეთაურად.

1962 წელს ჯანმრთელობის გამო გენერალ-მაიორი არუთინოვი გავიდა თადარიგში.

საბრძოლო დამსახურებისათვის და ჯილდოებული იყო 2 ლენინის, 2 წითელი დროშის, წითელი ვარსკვლავის, სამამულო ომის I ხარ.(1985) ორდენებით.

წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები