სოფელ ღვრიას ზურგიანი კოშკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:30, 12 დეკემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხედი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან

სოფელ ღვრიას ზურგიანი კოშკი - სოფლის ჩრდილო-დასავლეთით 3 კმ., მაღალ მთაზე მდებარე კოშკის მხოლოდ შვიდი სართულია გადარჩენილი. ნაგებობა ე.წ. ”ზურგიანი კოშკების” რიცხვს მიეკუთვნება, მისი სამხრეთი ნახევარი სწორკუთხაა, ჩრდილოეთისა კი - ნახევარწრიული. პირველი სართული ამოვსებულია ნანგრევებითა და მიწით. აგრეთვე სართულშუა გადახურვის ნამუსრევებით, რაც ართულებს კოშკის აზომვას. სართულშუა გადახურვა ბრტყელი იყო. ჩანს საკოჭე ბუდეები. კოშკში შესასვლელი მეორე სართულის სამხრეთ კედელშია. იგი ნაოთხალია. კედლის სისქეში დატანებულია საურდულე ხვრელი. სამხრეთი კედლის მთელ აყოლებაზე პირველ და მეშვიდე საკოშკის შიგნით ამოსულია დიდი ზომის ხეები. ამდენად სართულიანობის დადგენა შეუძლებელია. კედლებს ბზარები აქვს გაჩენილი. ტერიტორია სავსეა ჩამონაშალი ქვით.






წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები