არეშევი მიხეილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:09, 12 დეკემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიხეილ არეშევი

მიხეილ ვასილის ძე არეშევი − (05.09.1876-1919), სომეხი გენერალ-მაიორი (20.09.1917).

დაიბადა ტფილისში. განათლება მიიღო ტფილისის კადეტთა კორპუსის 6 კლასის დამთავრების შემდეგ, 1894 წელს დაამთავრა ტფილისის იუნკერთა ქვეითი სასწავლებელი (მე-2 თანრიგით) და, ოფიცერთა მსროლელი სკოლა. სამხედრო სამსახურში შევიდა 1894 წელს. მსახურობდა პოდპორუჩიკად აზოვის 45-ე ქვეით პოლკში.

1900-1908 წლებში მსახურობდა ქართველ გრენადერთა მე-14 პოლკში.

მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის (1904-1905) წლების ომში.

1908-1913 წლებში მეთაურობდა 63-ე სარეზერვო ქვეითი ბრიგადის, მაიკოპის 249-ე სარეზერვო ბატალიონს.

1913-1916 წლებში მსახურობდა კავკასიის მე-3 მსროლელ პოლკში. მონაწილეობდა (1914-1918) წლების პირველ მსოფლიო ომში. მე თაურობდა იმავე პოლკის ბატალიონს.

1916-1917 წლებში მეთაურობდა კავკასიის მე-3 მსროლელ პოლკს.

1916 წლის 17 აპრილს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

1917 წელს, რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ დაინიშნა კავკასიის 1-ი მსროლელი დივიზიის ბრიგადის მეთაურად.

1917-1918 წლებში, მეთაურობდა სომეხ მოხალისეთა კორპუსის I დივიზიას, რომლის მეთაურობისას წინააღმდეგობას უწევდა თურქეთის ჯარების შეტევას ალექსანდროპოლზე 1918 წლის მაისში.

დამარცხების შემდეგ, 1918 წლის 15 მაისს გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან. შემდგომში მსახურობდა სომხეთის ჯარში, მეთაურობდა ყარაყლისის რაზმს.

1919 წელს გაიგზავნა პარიზში, სამშვიდობო კონფერენციაზე, სომხეთის დელეგაციის სამხედრო მრჩევლად. შემდგომი ბედი უცნობია.

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო წმ. გიორგის IV ხარ. (1915 წლის 31 მაისი), გიორგის იარაღით (1915 წლის 7 ნოემბერი), და რუსეთის ორდენებით. წმ. სტანისლავის II ხარ.(1909), წმ. ანას IV ხარ. (მამაცობისათვის - 1905) და III (მახვილებით და ბაფთით - 1905), წმ. ვლადიმერის IV ხარ.(მახვილებით და ბაფთით - 1905).


წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები