სოფელ ყუფთას ზურგიანი კოშკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სოფელ ყუფთას ზურგიანი კოშკი - განვითარებული ფეოდალური ხანა - რვასართულიანი კოშკი დგას სოფლის მიდამოებში. ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით დუღაბზე. გეგმით სწორკუთხა კოშკს, ჩრდილოეთიდან ზურგი აქვს. არქიტრავული შესასვლელი მეორე სართულის სამხრეთ კედელშია გაჭრილი კარი ნაოთხალია. დატანებული აქვს საურდულე. კოშკის სამხრეთი კედლის ცენტრალურ ღერძზე გაჭრილია სათოფურები. მერვე სართულზე სწორკუთხა სარკმელია. დანარჩენი კედლები ყრუა. შემორჩენილია სართულშუა გადახურვის კოჭის ბუდეები. კოშკის მოცულობა ქვემოდან ზემოთ ვიწროვდება.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა