ქალაქ ცხინვალის ღვთისმშობლის სამრეკლო-სამლოცველო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:02, 15 დეკემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დასავლეთი ფასადი

ქალაქ ცხინვალის ღვთისმშობლის სამრეკლო-სამლოცველო - XIX ს. ჯაფარიძის ქ.No8-ში მდებარე სამრეკლოს ქვედა სართული სამლოცველოდ გადაუკეთებიათ, ხოლო ეკლესია დაანგრიეს XX ს-ის 60-იან წლებში. მის ადგილას ააშენეს საცხოვრებელი სახლი. ეკლესია და სამრეკლო ქართული აგურით იყო ნაშენი. სამრეკლო-სამლოცველო – სწორკუთხა ნაგებობაა. შესასვლელი სამხრეთ კედელშია. სათავსი გადახურულია დაბალი გუმბათით. იგი ოთხივე მხარეს თაღებს ეყრდნობა. დასავლეთ კედელში სწორკუთხა სარკმელია. იატაკი ბეტონისაა. კედლები შელესილ-შეთეთრებულია.



წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები