ქართველთა სამეფო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:10, 16 დეკემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ქართველთა სამეფო – (ანუ საკერაპალატო, IX საუკუნის დასასრულიდან – სამეფო) ქართული ფეოდალური სახელმწიფო IX-XI საუკუნეებში. მოიცაეღა მდ. მტკვრის ზემო წელის აუზს ბორჯომის ხეობის ჩათვლით, არების (ახლ. არაქსის) ზემო წელისა და ჭოროხის თითქმის მთელ აუზს. დედაქალაქი – არტანუჯი (ამჟამად თურქეთშია).
სამეფოს ფარგლებში იყო: აჭარა, შავშეთი, სამცხე, ჯავახეთი, თორი, თრიალეთი, აშოცი (ხოზაფინის ტბის მიდამოები), ტაშირი, არტაანი (მტევრის შუა წელი), კოლა (მტკერის ზემო წელი), კლარჯეთი (ჭოროხის ქეემო წელი), პარხალი (ჭოროხის მარცხენა შუა წელი), ტაო (ჭოროხის მარჯვენა შუა წელი). ჩრდილი; X საუკუნის ბოლოდან – ბასიანი (არების, ახლ. არაქსის ზემო წელი) და მის სამხრეთით მღებარე ტერიტორიები ეანის ტბამდე.