აივანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:17, 16 დეკემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აივანი - წარმოადგენს კედლის სიბრტყიდან გამოწეულ ბაქანს,როსმელიც მდებარეობს სართულშუა გადახურვის დონეზე და შემოფარგლულია მოაჯირით. აივნის მზიდ ელემენტებს წარმოადგენენ კედელში ერთი თავით ჩამაგრებული კოჭები (კონსოლები) ან რკინაბეტონის ფილა. აივნის მოაჯირი შეიძლება აიწყოს ლითონის ღეროებისაგან, რკინაბეტონის ან ქვის სვეტებისაგან რიკულებისაგან (რიკულებიან მოაჯირს ბალუსტრადა ეწოდება).
გარდა ამისა, არსებობს გადახურული აივნები, რომლებიც ჩვეულებრივ ფასადის მთელ სიგრძეზე ან ნაწილზე ეწყობა. ასეთი აივნის სახურავი უმეტესად ხის სვეტებს ეყრდობა. აივნის მოაჯირი და ზედა ნაწილები ზოგჯერ მორთულია აჟურული ორნამენტით. ვინაიდან ასეთი აივნის კონსოლურ კოჭებზე მოდის დიდი დაწოლა (სვეტები, გადახურვის, წონა და სხვ.), მათ ქვემოდან ამაგრებენ კრონშტეინებით.