ხოხის ქედი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:01, 18 დეკემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხოხის ქედი − ქედი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საზღვარზე.

ხოხის ქედი, რომელიც გადაჭიმულია მდინარე არდონიდან მდინარე თერგამდე. ეს ქედი, რომლის სიგრძე საქართველოს ფარგლებში 130 კმ აღემატება, კავკასიონის მთელი აღმოსავლეთი ნაწილის ყველაზე ვრცელი გამყინვარების მქონე მონაკვეთია. ხოხის ქედის თხემზე მდებარეობენ მთა სივერაუტი (3767 მ), უღ. წითიხოხი (3905 მ), მთა საუხოხი (3711 მ), მთა ჯიმარა (4780 მ), მთა მაილი (4506 მ) და თვით მყინვარწვერი (5033 მ). ამ ქედის აღმოსავლეთ ნაწილს აგვირგვინებს მყინვარწვერი, რომლის დასავლეთი მხარის შეფარდებითი სიმაღლე 600, ხოლო აღმსავლეთისა – 1500 მ-ია. მასივიდან სხვადასხვა მიმართულებით მყინვარები ეშვებიან, რომელთაგან ყველაზე დიდი მყინვარის – დევდარაკის სიგრძე 6 კმ შეადგენს.


წყარო

საქართველოს გეოგრაფია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები