ქვემო ქართლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქვემო ქართლი − აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მხარე, რომელიც ისტორიულად და ბუნებრივად მოიცავდა და მოიცავს ალგეთისა და ქცია-მაშავერა-ბერდუჯის აუზებს და მდ. მტკვრის ხეობას თბილისიდან წითელ ხიდამდე.

იგი შემოსაზღვრულია თრიალეთის, ჯავახეთისა და ლოქის ქედებით. დასავლეთური საზღვარია სამსრის ქედის ჩრდილო ნაწილი და ჯავახეთის ქედი, აღმოსავლეთური – სამგორისა და დავით გარეჯის მთაგრეხილები, ჩრდილოეთით – თრიალეთის ქედია, ხოლო სამხრეთით – ლოქის ქედი, ქვემო ქართლს გამოყოფს სომხეთისაგან. ისტორიული ქვემო ქართლის სამხრეთი ნაწილი ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთაა. დღევანდელ საზღვრებში მოთავსებულია თბილისის და რუსთავის საქალაქო დასახლებანი, აგრეთვე წალკის, დმანისის, ბოლნისის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და გარდაბნის (ნაწილობრივ) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონები. ამ საზღვრებში მოთავსებული ტერიტორიის ფართობი 7006 კმ-ია, რაც საქართველოს მთელი ფართობის 9,9%-ია.

სახელწოდება „ქვემო ქართლი“ მიგვანიშნებს მის მდებარეობას თბილისის სამხრეთით. იგი ძირითადად მტკვრის მარჯვენა მხარეზეა და მხოლოდ გარდაბნის ვაკე ვრცელდება მტკვრის მარცხენა მხარეზე.

ეს რეგიონი მდ. ქციას სათავიდან ივრის ზეგნის კიდემდე 150 კმ-ზეა გადაჭიმული, სიგანე 65 კმ-ია (მ.არჯევანიდან ს.ირგანჩაიმდე). ქვემო ქართლის უდაბლესი ნაწილია წითელი ხიდის მიდამო, მდ.ქ ციას შესართავთან ახლოს – ზღვის დონიდან 265 მ, უმაღლესი მწვევრალია სამსარი – 3285 მ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები