ორაკული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:01, 30 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ორაკული – ბერძენთა რწმენით, ორაკული ღვთაებისა და ადამიანის ურთიერთობის ერთ-ერთი გამოვლინება იყო. ორაკული ეწოდებოდა როგორც თავად მისნობას, ასევე იმ ადგილს, სადაც წინასწარმეტყველებდა მისანი.
დელფოში ღვთაებრივ ნებას განაცხადებდა პითია, დოდონეში – წმინდა მუხის ხის ფოთოლთა შრიალი და ა.შ. ნამისნევს განმარტავდნენ ქურუმები. მოგვიანებით ორაკული ეწოდა აგრეთვე მისან ღვთაებასაც და ქურუმსაც.