კუდჩხვლეტია სკაროსების გვარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:26, 29 დეკემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კუდჩხვლეტია სკაროსების გვარი – Trygon
კლასი: ხრტილოვანი თევზები
რიგი: სკაროსები
სხეული შიშველი და გლუვი აქვს. დისკო მომრგვალო ფორმისაა. კუდი მათრახისებური, გრძელი და კაკვებიანი ეკლებითაა (მახა- თით) შეიარაღებული, რომელიც თავდაცვის იარაღს წარმოადგენს. ფარფლები არშიისებურადაა შემოვლებული და შეზრდილი თავთან. ზურგის ფარფლები არა აქვს. ამ გვარიდან შავ ზღვაში გავრცელებულია ერთი სახე.