მტკვრის წვერა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:24, 30 დეკემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მტკვრის წვერა, “დედალი მურწა” – (Barbus lacerta cyri Filippi), თევზი კობრისებრთა ოჯახიდან, მტკვრის ენდემური სახეობა. გავრცელებულია მდინარე მტკვარსა და მის შენაკადებში (ფოცხოვი, ფარავანი). მცირე რაოდენობითაა ფარავნისა და საღამოს ტბებში. მცირე რაოდენობის გამო, მას არ აქვს სარეწაო მნიშვნელობა და იჭერდნენ სხვა თევზთან ერთად.