პელიონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:35, 3 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პელიონი – (ბერძნ.) თესალიის მთა, რომელიც მრავალ მითოსში გვხვდება: არგონავტებმა ხომალდი „არგო“ ამ მთაზე შეფენილი ტყის ხეებისგან ააგეს. აქ სახლობდნენ მშვენიერი ნიმფები. პელიონის თხემთან სულ ახლოს მდებარეობდა დიდებული მღვიმე, სადაც ცხოვრობდა ბრძენი ქირონი, რომელმაც იქ მრავალი სახელოვანი გმირი აღზარდა. პელიონის ერთ-ერთ ფერდობზე ზევსის საკურთხეველი იყო აღმართული.