სოფელ ყორნისის სამების ეკლესია
სოფელ ყორნისის სამების ეკლესია - მდ.ტილიანის მარცხენა ნაპირზე აღმართული დარბაზული ეკლესია ნაგებია როგორც ფლეთილი, ისე რიყის ქვით. კუთხეებში გამოყენებულია თლილი ქვის კვადრები. გეგმით ნაგებობა სწორკუთხაა აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ძირში ტრაპეზის ქვა დგას. აბსიდის ჩრდილოეთით ერთი თაღოვანი, ხოლო სამხრეთით - ორი სხვადასხვა ზომის სწორკუთხა ნიშია. სატრიუმფო თაღი კრონშტეინებს ეყრდნობა. აბსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია გამოყოფილია მხრებით. ჩრდილოეთ კედელში ერთი სწორკუთხა ნიშია, სამხრეთ კედელში შემორჩენილია საკმაოდ დაზიანებული სარკმლის ღიობი.შესასვლელები სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა. დასავლეთი კარი ნაოთხალია. ეკლესიის კამარა და კონქი ჩამოქცეულია. შესასვლელები დაზიანებულია. კედლები დაბზარულია. ინტერიერში ყრია ჩამონაშალი ქვა.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა