როემერი ოლაფ
ოლაფ როემერი (დან. Ole Christensen Rømer; 25 სექტემბერი 1644 — 19 სექტემბერი 1710, კოპენჰაგენი), დანიელი ასტრონომი და მათემატიკოსი.
თავის სამშობლოში მან მრავალი ასტრონომიული სამუშაოები შეასრულა; ფრანგ პიკართან ერთად ხელმეორედ განსაზღვრა ურანიენბურგის გეოგრაფიული მდებარეობა. 1672 წელს როემერი პარიზში გაემგზავრა, რათა თვით ეზრუნა ტიხო ბრაჰეს ნაშრომების დაბეჭდვაზე. პარიზში მან ასისტენტის ადგილი მიიღო ობსერვატორიაში, იქ როემერი დაკვირვებებს აწარმოებდა მუშთარის თანამგზავრებზე, რამაც ის მიიყვანა სინათლის სიჩქარის განსაზღვრამდე. ეს აღმოჩენა როემერმა წარუდგინა პარიზის მეცნიერებათაა აკადემიას, სადაც ის იმყოფებოდა მოქმედ წევრად; ამასთან ერთად ის ინჟინრადაც მუშაობდა 1681 წელს როებერი სამმობლოში დაბრუნდა და მიიღო პროფესორობა ასტრონომიაში. მისმა ბრწყინვალე ნიჭმა ტექნიკაში სამშობლოში გამოყენება ჰპოვა და მას მთელ რიგ საინჟინრო სამუშაოებს ავალებდნენ. მიუხედავად ამისა, როემერი მაინც პოულობდა საკმაო დროს ახალი ასტრონომიული ინსტრუმენტების გამოგონებისათვის. ამ ინსტრუმენტებმა დღემდე შეინარჩუნეს თავიანთი მნიშვნელობა. როემერის საკუთარი ინსტრუმენტები და დიდი ნაწილი მისი დაკვირვებებისა დაიღუპა 1728 წელს კოპენჰაგენის დიდი ხანძრის დროს.