კაპარჭების გვარი
კაპარჭების გვარი – Blicca Heckel 1843
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: კობრისებრნი
გვარი:კაპარჭები
სხივფარფლიანი თევზი კობრისებრთა ოჯახიდან. სხეული მაღალი და გვერდებიდან ძლიერ შებრტყელებულია. ხახის კბილები ორმწკრივი, 2.5-5.2 (ზოგიერთებს 3.5-5.2, 3.5-5.3) და სხვ. გვერდებიდან ძლიერად შებრტყელებული გლუვი, საღეჭ ზედაპირზე ოდნავ ირიბად ჩამოკვეთილი და მცირე კაუჭებით აღჭურვილი. პირი პატარა, ირიბი და ნახევრად ქვედა მდებარეობისაა. ლაყუბის ჩხირები არც ძლიერ გრძელი, მაგრამ საკმაოდ ხშირია, რიცხვით 12-21. ქერცლი საშუალო ზომის, სქელი და მკვრივად ჩამჯდარია, გვერდით ხაზზე 40 – 51-ია. კეფის უკან მეტ-ნაკლებად განვითარებული ქერცლით დაუფარავი ღარია. მუცლის ფარფლების უკან ქერცლით დაუფარავი ტროპია.
ანალური ფარფლის დასაწყისი ზურგის ფარფლის უკანა ბოლოს ქვემოთაა. მუცლის აპკი ღია ფერისაა. გავრცელებულია ევროპაში და კავკასიაში, სადაც ერთი სახეა, რომელიც საქართველოს ფარგლებშიც გვხვდება.