ტეილორი ბროკ
ბროკ ტეილორი − (ინგლ. Brook Taylor, 1685-1731), ინგლისელი მათემატიკოსი.
დაიბადა ედმონტონში (ინგლისი) 1685 წელს და გარდაიცვალა ლონდონში 1731 წელს. იგი დიდხანს მუშაობდა მდივნის თანამდებობაზე Royal society-მი. ტეილორი (კ. მაკლორენიც) ცდილობდა ნიუტონის ფლუქსიათა მეთოდის ღრმად და მკაცრად დაფუძნებას, რასაც მიუძღვნა თავისი შრომა: „Methodus incrementorum directa etinversa“ (პირდაპირი და შექცეული ნამატების მეთოდი). ნაშრომი ორი ნაწილისაგან შედგება: პირველ ნაწილში მოცემულია დაფუძნება და მთავარი თეორემები, მეორე ნაწილი კი შეიცავს ფლუქსიათა მეთოდის გეომეტრიასა და ფიზიკაში გამოყენების საკითხს, ტეილორი განასხვავებს ნამატებს ნიუტონის ფლუქსიისაგან (შეესაბამება ჩვენს წარმოებულს) და ამ უკანასკნელს განიხილავს როგორც აღმომცენად და ქრობად ნამატებს. გამოთვლებს აწარმოებს ნამატების საშუალებით, მაგრამ შემდეგში მათ ნაცვლად სვამს ფლუქსიებს ისე, როგორც ამას ჩადიოდა ნიუტონი „მომენტების“ (შეესაბამება ჩვენს დიფერენციალს) მიმართ. ფლუქსიებისაგან რომ განასხვაოს, ტეილორი ნამატებს აღნიშნავს x, y, ス...და ასე შემდეგ. მესამე თეორემაში ტეილორი ამტკიცებს წინადადებას, რომელიც ახლა მის სახელს ატარებს და რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ თუ x არის ス-ის ფუნქცია და ეს უკანასკნელი ス + v მნიშვნელობას გაივლის, მაშინ x მიიღებს მნიშვნელობას:
ანუ, როგორც ახლა ჩვენ ვწერთ:
ნაშრომის მეორე ნაწილში ტეილორს ამოხსნილი აქვს მთელი რიგი საინტერესო პრობლემებისა კვადრატურაზე, ასტრონომიულ რეფრაქციებზე და სხვა.