კასპიის ვიმბა
კასპიის ვიმბა – Vimba Vimba persa (Pallas) 1811
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: კობრისებრნი
გვარი: ვიმბა
სახეობა:კასპიის ვიმბა
თევზი კობრისებრთა ოჯახისა. ტიპური ფორმიდან განსხვავდება ანალურ ფარფლში სხივების ნაკლები რაოდენობით, უფრო მსხვილი ქერცლით. ტოფობის დროს სხეული და თავი ზემოთ და გვერდებზე მუქი, თითქმის შავია, ზურგისა და კუდის ფარფლების დაბოლოება წითელია. სქესობრივად მომწიფებულ მამალს (ზოგჯერ დედალსაც) თავი ბორცვაკებით აქვს დაფარული. სიგრძით 190-300 მილიმეტრამდე აღწევს.
გავრცელებულია კასპიის ზღვაში, საიდანაც ყველა მდინარეში შედის, მაგრამ მაღლა არ იჭრება. მოიპოვება თერგში. შესაძლებელია მტკვრითა და თერგით ეს ფორმა საქართველოს ფარგლებშიც იჭრებოდეს, ამიტომ შეგვაქვს სარკვევ ტაბულაში.
ტ. ი. გლებოგის გამორკვევის მიხედვით კასპიის ვიმბა თერგში გაზაფხულზე (შუა აპრილიდან შუა ივნისამდე) შედის, ტოფობს აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში, რომელიც გაცხარებული ხასიათისაა მაისში – დაბლობ ტბებში. სქესობრივად ის სამი წლის ასაკში მწიფდება. ქვირითს ნაწილ-ნაწილად ყრის. ლერწმის ფოთლებზე, რომლებიც წყალშია ჩაძირული. ლიფსიტები გამოჩეკვის ერთი თვის შემდეგ ზღვაში ეშვებიან. ზომით 16-19 სანტნიმეტრია, საშუალო წონა 117 გრამი, მამლების 135, დედლების 104 გრამი. კასპიის სანხრეთ სანაპიროებში ტოფობა მაისში ხდება.