ალაზნის ტობი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:52, 2 თებერვალი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალაზნის ტობი – Chondrostoma schmidti Berg 1910

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: კობრისებრნი
გვარი:ტობები

თევზის სახეობა კობრისებრთა ოჯახისა. ხახის კბილები 6-5. მკერდის ფარფლები გრძელია; სხეულის სიგრძეში (უკუდოდ) 5-ზე ნაკლებჯერ თავსდება. მკერდის და მუცლის ფარფლებთა შორისეული მანძილის 3/4-ზე მეტს ფარავენ. თვალები დიდებია. 108 მილიმეტრის სიგრძის ეგზემპლარებში თვალის დიამეტრი შუბლის სიგანის 3/4 აღემატება. კუდის ფარფლის სიგრძე თავის სიგრძეს სჭარბობს. კუდის ღეროს სიგრძე სხეულის უდიდეს სიმაღლეზე ნაკლებია, ცნობილია მხოლოდ ერთი ეგზემპლარი 108 მილიმეტრის სიგრძისა მდ. ალაზნიდან.

ეს სახე აღწერილია ერთადერთი ეგზემპლარის (108 მმ სიგრძისა) მიხედვით, რომელიც მოპოვებულია მდ. ალაზანში (ნაფარეულთან).


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები