კუდმერცხალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:01, 2 თებერვალი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კუდმერცხალა – Rutilus frissii

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: კობრისებრნი
გვარი: ტარანი

თევზი კობრისებრთა ოჯახისა. ლაყუჩის ჩხირების რიცხვი პირველ რკალზე (7/8-12-ია, უფრო ხშირად 9-10. ხახის კბილები ერთმწკრივია და ჩვეულებრივ, 5-6-ია (მარცხენაზე – 6; მარჯვენაზე – 5), იშვიათად 5-5 ან 6–6-ია. ზრდასრულის სხეულის სიმაღლე თავის სიგრძეს ჭარბობს. ანალური ფარფლის სიგრძე მის სიმაღლეზე ნაკლებია, იშვიათად ტოლია. კუდის ფარფლის ქვედა ლაპოტი თავზე გრძელია. ზურგის ფარფლის სიმაღლე მის სიგრძეზე შესამჩნევად მეტია. ტოფობის დროს სხეული, თავის ზედა მხარე და ფარფლები მრავალი წვეტიანი ბორცვაკითაა დაფარული. ზოგჯერ ისინი შემოდგომიდან ტოფობის დაწყებამდე დიდი ხნით გამოვლინდება. ტოფობის დროს მამლის სხეული მსხვილი მეჭეჭებით იფარება. სიგრძით 600 მილიმეტრამდე და ზოგჯერ მეტსაც, წონით კი 6 კილოგრამამდე აღწევს.

გავრცელება

გავრცელებულია შავი და აზოვის ზღვებში. მდინარეებში: დნესტრში, ბუგში, დნეპრში, დონში, ყუბანში და სხვ. საქართველოს ფარგლებში მოიპოვება პალიასტომის ტბაში (რიონის დელტა), ქობულეთთან. ზღვაში გამტკნარებულ უბნებში ცხოვრობს. მდინარეებში წელიწადში ორჯერ შედის, გაზაფხულზე (მარტი) და შემოდგომაზე (შუა ოქტომბრიდან – ნოემბერამდე). ტოფობს მაისის შუა რიცხვებიდან სწრაფად მიმდინარე, სუფთა ქვიანი ფსკერით მოფენილ წყალში.

კასპიის ზღვაში გავრცელებულია მისი ქვესახე − კუტუმი.

ბიოლოგია

კუდმერცხალა ძლიერი, მაღლამხტომი, გამსვლელი თევზია.

ტოფობა აპრილ-მაისში ხდება. ამისათვის ირჩევს სწრაფ, სუფთა მდინარის ცივ წყალს, რომლის ფსკერი ქვებითაა მოფენილი. ქვირითობის დამთავრების შემდეგ ისინი სწრაფად ეშვებიან უკან. ნაყოფიერება 89-266 ათას ქვირითს. საშუალო 183 ათასს შეადგენს.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები