ტერფსიქორე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:18, 3 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტერფსიქორე – (ბერძნ.) „ცეკვათა მოყვარე“. ცეკვის მუზა, ზოგჯერ მას ქოროთა მუზადაც მიიჩნევდნენ. ტერფსიქორეს ბერძნები წარმოსახავდნენ ახალგაზრდა ქალიშვილად, რომელსაც ხელთ ეპყრა ლირა.
გადატანითი მნიშვნელობით ბალერინას ტერფსიქორესაც უწოდებენ.