ჰელიკონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:10, 3 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჰელიკონი – (ბერძნ.) მთა შუა საბერძნეთში.
გადმოცემათა თანახმად, ჰელიკონის მთაზე დავანებულნი იყვნენ მუზები, რომელთაც ზოგჯერ ჰელიკონიდებსაც უწოდებდნენ. ბერძენთა მითოლოგიის სისტემატიზატორი ჰესიოდე თავის პოემა „თეოგონიას“ ასე იწყებს: „წმინდა ჰელიკონის დიდებულ მწვერვალზე არის სამუდამო სავანე მუზების“. ჰელიკონზე მდებარეობდა პოეტური შთაგონების წყარო ჰიპოკრენე.