ჰერმაფროდიტოსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:26, 3 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჰერმაფროდიტოსი – (ბერძნ.) ჰერმესისა და აფროდიტეს ძე.
ჰერმაფროდიტოსი, გასაოცარი სილამაზით გამორჩეული ჭაბუკი, ნაიადებთან იზრდებოდა. ფერია სალმაკისს თავდავიწყებით შეუყვარდა იგი. ისეთი ძლიერი იყო მისი სიყვარული, რომ ღმერთებს სთხოვა, არასოდეს განეშორებინათ ყმაწვილისაგან. ღმერთებმა შეისმინეს მისი ვედრება. ასე შეიქმნა ორსქესიანი არსება ჰერმაფროდიტოსი.