ფოლოსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:50, 3 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფოლოსი – (ბერძნ.) კენტავროსი (კენტავრი). სილენოსისა და მელიათაგან ერთ-ერთი ნიმფას ვაჟი (მელიები იყვნენ ის ნიმფები, რომლებიც ურანოსის სისხლის წვეთებისგან იშვნენ).
კეთილი კენტავროსი იყო ფოლოსი. როდესაც ჰერაკლე ერიმანთოსის ტახზე ნადირობდა, ფოლოსმა გულთბილად მიიპატიჟა იგი თავის მღვიმეში და ღვინითაც გაუმასპინძლდა. ღვინის სურნელმა მიიზიდა სხვა კენტავრებიც, რომლებიც თავს დაესხნენ სტუმარს. ჰერაკლემ ყველა ამოხოცა. ფოლოსმა შემთხვევით მოიხვედრა ჰერაკლეს მოწამლული ისარი ფეხზე. იარა საბედისწერო იყო და გმირმაც დიდი პატივით მიაბარა კეთილი მასპინძელი მიწას.
გარდაცვალების შემდეგ ფოლოსი ცად აღაზევეს ღმერთებმა და მშვილდოსნის თანავარსკვლავედად გარდასახეს.