სამნემსა მახათა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:18, 13 თებერვალი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სამნემსა მახათა – Gasterosteus aculeatus
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: მახათასნაირნი
ოჯახი: მახათასებრნი
თევზის სახეობა მახათისებრთა ოჯახისა. ზურგზე, ზურგის ფარფლისწინ, ჩვეულებრივ, 3 მახათია. პირველი მახათი (ქიცვი) მკერდის ფარფლის ფუძის ზემოთ და მუცლის ქიცვის წინაა. სხეული დაფარულია ხან დიდი და ხან მცირე რაოდენობის ძვლოვანი ფირფიტებით (35-მდე), რომლებიც კუდზე მეტ-ნაკლებად შესამჩნევ ტროპს წარმოშობენ ხოლმე. მუცლის ქიცვი ფუძესთან ბორცვს მოკლებულია. დინგი თავის თვალის უკანა განყოფილებაზე უფრო მოკლეა.