კრაქსისებრნი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:59, 16 თებერვალი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კრაქსისებრნი – Cracidae
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ფრინველები
რიგი: ქათმისნაირნი
ოჯახი: კრაქსისებრნი
ფრინველების ოჯახი ქათმისნაირთა რიგისა. ოჯახი შეიცავს მოზრდილ ქათმისნაირ ფრინველებს. დამახასიათებელია მძლავრი, წვეროში რამდენადმე მოკაუჭებული ნისკარტი, რომელიც წვეროში ამობურცულია, ხოლო უკანა ნაწილში დაფარულია ცვილანით, გრძელი და წვრილი თითები და მკერდზე კარგად განვითარებული ტროპი. მეხეური ფრინველებია. იკვებებიან მცენარეთა ნაყოფებით. აღსანიშნავია კრაქსი ანუ ქოჩორა გოკო. გავრცელებულია სამხრეთ ამერიკაში.