აბაკელია თამარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:39, 19 თებერვალი 2026-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბაკელია, თამარ გრიგოლის ასული (დ. 1 სექტემბერი, 1905 − გ. 14 მაისი, 1953)მხატვარი, მოქანდაკე, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქ. კ. პ. (ბ) წევრი, ორდენოსანი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (1924-1930) მოქანდაკის წოდებით. 1927 წლიდან გამოფენებში მონაწილეობდა.

მისი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია მარქს-ენგელს-ლენინ-სტალინის სახ. ინსტიტუტის თბილისის ფილიალის შენობის ფასადის ფრიზები;

სარჩევი

სურათები
  • „ამხანაგ სტალინის დაპატიმრება ბათუმში 1902 წ. მეფის სატრაპეზის მიერ“,
  • „მანდარინის მკრეფავი“,
  • „ტყისმჭრელი სვანი“,
  • „ბროწეულის კრეფა“;
დეკორაციები
  • პირველი ქართული ბალეტი „მალთაყვა“,
  • „ფოლადაური“,
  • „ხევისბერი გოჩა“,
  • „შამილი“,
  • კინოსურათი „არსენა“;
ილუსტრაციები

შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ – უკრაინულ ენაზე მ. ბაჟანისა და რუსულ ენაზე ლენინგრადის სახელგამის მიერ გამოცემული გ. ცაგარლის თარგმანებისთვის, გ. ლეონიძის პოემა „სტალინის“ რუსული თარგმანის, სომხური ეპოსის „დავით სასუნელის“, ვაჟა-ფშაველას პოემების: „გოგოთურ და აფშინას“, „სტუმარ-მასპინძელის“, „გველისმჭამელისათვის“;

ქანდაკებანი

„კოლმეურნის ოჯახი“, „შური ვიძიოთ“; მონაწილეობდა ფილმ „არსენას” მხატვრობაშიც.

თამარ აბაკელია თანაბარი წარმატებით მუშაობდა ფერწერაში, გრაფიკასა და ქანდაკებაში, აგრეთვე კინოდადგმების სამხატვრო-სადეკორაციო გაფორმებაზე. 1947 წელს, სახვითი ხელოვნების გამოფენაზე მისი „სიმღერა გმირზე“ და „ის მალე დაბრუნდება“ სახვითი ხელოვნების შედევრად აღიარეს. უმთავრესად ცნობილია სოციალისტური მშენებლობის ამსახველი ფერწერით და ქანდაკებით.

1934 წელს, ა/კ ხალხთა სახვითი ხელოვნების ოლიმპიადაზე თ. აბაკელია ა/კ ცაკის I კატეგორიის სიგელით დააჯილდოვეს; საკავშირო უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა 1943 წელს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიანიჭა. 1945 წელს მიიღო მედალი „კავკასიის დაცვისათვის“, 1946 წელს – „შრომის წითელი დროშის ორდენი“ და „სამამულო ომის 1941–1945 წწ. დროს შრომითი მამაცობისათვის“.

ცალკე გამოცემულია

1. თამარ აბაკელია = Тамара Абакелиа: ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება: [ალბომი] / წინასიტყვ. გერონტი ქიქოძე; რედ.: რ. გვეტაძე]. – თბ.: ფედერაცია, 1941. – VIII, 22 გვ.

გამოქვეყნებულია

1. აბაკელია, თ. საყვარელი მასწავლებელი // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1951. – 14 მარტი.

ბიბლიოგრაფია
  1. გაბუნია, გიორგი. თამარ აბაკელია: [რეპროდუქციების ალბომი] // მნათობი. – 1942. – № 4. – გვ. 155-157;
  2. ამირანაშვილი, შ. თ. აბაკელიას ახალი ქანდაკების [„შურს ვიძიებთ“] გამო: [რეცენზია] // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1946. – 5 აპრილი. – №15;
  3. კვასხვაძე, შ. წიგნის მხატვრული გაფორმება // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1948. – № 44;
  4. ფირალიშვილი, ოთარ. თ. აბაკელიას ბოლო დროის ქანდაკებები // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1950. – № 24.
მის შესახებ
  1. ჯანელიძე, დ. თეატრალურ-დეკორატიული მხატვრობის გამოფენა: [მხატვარ-დეკორატორების მოღვაწეობის შესახებ] // კომუნისტი. – 1933. – 21 დეკემბერი. – №292. – გვ. 3;
  2. ალხაზიშვილი, შ. ყოფა-ცხოვრება ქართულ მხატვრობაში // ლიტერატურული გაზეთი. – 1935. – №1;
  3. ავალიანი, ლ. თამარ აბაკელია, როგორც მხატვარი გრაფიკოსი // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1943. – 10 დეკემბერი. – №8;
  4. ავალიანი, ლ. მოქანდაკის სახელოსნოში: [თ. აბაკელიას კომპოზიცია „შურისმაძიებელი“ // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1944. – 17 მარტი. – №10;
  5. Полякова, Н. В студии Тамары Абакелия // Заря Востока. – 1947. – 23 августа. – №167.
ლიტერატურა
  1. საქართველოს მხატვართა კავშირის სამდივნოს საქმე;
  2. საქართველოს სახელმწიფო სამხატვრო მუზეუმი;
  3. საქართველოს სსრ ხელოვნებათა მთავარი სამმართველო;
  4. მშრომელი ქალი. – 1934. – № 6;
  5. Выставка произведений живописи, графики и скульптуры Грузинской ССР. – М., 1937. – с. 13, 25;
  6. Мелкадзе, Е. С. Искусство Грузинской ССР. – М., 1938. – II, 46 с.;
  7. კომუნისტი. – 1939. – № 283; 1941. – № 248;
  8. ლიტერატურული საქართველო. – 1942. – № 9;
  9. კაშმაძე, შ. ხევისბერი გოჩა // ახალგაზრდა კომუნისტი. – 1945. – № 20;
  10. ჟღენტი, ბ. თეატრალური სეზონის შედეგებისათვის // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1945. – № 29;
  11. როკოტოვი, გ. ქანდაკება ჰყვავის საქართველოში // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1945. – № 19. – [გადმობეჭდილი მოსკოვის ინგლისურენოვანი გაზეთიდან];
  12. ჯანელიძე, დ. შესანიშნავი სპექტაკლი // კომუნისტი. – 1945. – № 51;
  13. გუდიაშვილი, ნინო. ა) საქართველოს მხატვარი ქალები // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1947. – 8 მარტი. – № 10; ბ) ჰეროიკულ-მონუმენტური პორტრეტი // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1949. – № 32;
  14. კომუნისტი. – 1947. – № 251;
  15. ამირანაშვილი, შ. // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1948. – № 1;
  16. ჩარკვიანი, კ. – მოხსენება 1949 წ. 25 იანვ. საქ. კ. პ. (ბ) ც. კომ. ანგარიში. ხელოვნება და ლიტერატურა // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1949. – № 4-5. – გვ. 7; სახალხო განათლება. – 1949. – № 5-6. – გვ. 7; კომუნისტი. – 1949. – № 19. – გვ. 3; ახალგაზრდა კომუნისტი. – 1949. – № 15; ზარია ვოსტოკა. – 1949. – № 19. – გვ. 3;
  17. გოგოძე, კარლო. ნარკვევები ქართული კინემატოგრაფიის ისტორიიდან. – თბ.: ხელოვნება, 1950. – გვ. 147;
  18. შადური, რ. ქართული სოციალისტური კულტურა // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1951. – № 9.


წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები