სციენების ოჯახი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:40, 20 თებერვალი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სციენისებრნი – Scianidae

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: Acanthuriformes
ოჯახი: სციენისებრნი

თევზების ოჯახი Acanthuriformes-ს რიგისა. ზურგის ფარფლი ორ განყოფილებისაგან შედგება: I განყოფილება მოკლე, მაღალი ქიცვიანი და გრძელია, ხოლო მეორე – უფრო დაბალი, რბილი, რომელიც ზოგჯერ ცალკეულ ფარფლებადაცაა გამოცალკევებული. ანალური ფარფლი მოკლეა და ის, ჩვეულებრივ, ზურგის ფარფლის რბილი ნაწილის ნახევარზე ნაკლებია. ანალური. ფარფლის 1-2 სხივი ქიცვადაა გადაქცეული. მუცლის ფარფლები მკერდზე სხედან, მკერდის ფარფლების ქვეშ ან ოდნავ მათ უკან. მკერდის ფარფლები ვერტიკალური მდებარეობისაა. გვერდითი ხაზის ორგანო მრუდეა. მრავალ სახეს დინგი წინ აქეს წამოშვერილი, პირი ნახევრად ქვედაა. თავის ძვლებს, ჩვეულებრივ, ღრუბელოვანი აგებულება აქვთ და ლორწოვანი არხებითაა აღჭურვილი.

თითქმის ყველა ციენისებრნი ზღვის ფორმებია, რომლებიც თბილი, უმთავრესად ტროპიკული ზღვების სანაპიროებში გვხვდება.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები