თინუსების გვარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:46, 22 თებერვალი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თინუსების გვარი – Thunnus
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: სკუნბრიასნაირნი
ოჯახი: თინუსისებრნი
გვარი: თინუსები
თევზების გვარი თინუსების ოჯახისა. ამ გვარის საერთო დამახასიათებელი ნიშნები თითქმის ისეთივეა, როგორც ოჯახისა, მხოლოდ აღვნიშნავთ ზოგიერთ თაგისებურ დამახასიათებელ ნიშნებს. ზურგის ფარფლები მეტად ახლოს არიან და თითქმის ეხებიან კიდეც ერთმანეთს, ზურგის პირველ ფარფლში 21– 24 დაუნაწევრებელი სხივია, მეორეში 14-17 დატოტვილი სხივი, ხოლო ანალურ ფარფლში – 13–16. სიგრძით 3 მეტრს აღწევს, წონით-500 კგ-მდე.