დაევა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:31, 5 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დაევა, დევა – (ირან.) ავი სულები, რომლებიც შეადგენენ ანჰრო მაინიუს ლაშქარს და უპირისპირდებიან აჰურებს და ამეშა სპენტებს. ისინი სიცრუის სულის, დრუგას წარმოშობილად ითვლებიან.
მითიური მეფეები, როგორც აჰურების თანამდგომნი, ყველანი დევთმებრძოლნი არიან. ირანელი ხალხების, მაგალითად, ტაჯიკების წარმოდგენით, დაევები ბუმბერაზები, ბალნით მოსილი სასტიკი კაციჭამია არსებებია და ცხოვრობენ მიუვალ ადგილებში – გამოქვაბულებში, მიწის სიღრმეებში თუ ტბათა ფსკერზე, სადაც ისინი ძვირფასი ლითონებისა და პატიოსანი ქვების საგანძურებს იცავენ.