მანეჟის თეატრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მანეჟის თეატრი – დროებითი სათეატრო ნაგებობა ძველ თბილისში. 1845 წელს ი. ივანოვის პროექტით გადაკეთდა თბილისის სამხედრო მანეჟის შენობა. დროებითი თეატრი 340 ადგილზე იყო გათვლილი. ნახევარწრიული მაყურებელთა დარბაზით, ერთი, ორდონიანი, იარუსითა და გვერდითი ლოჟებით. მანეჟის თეატრი დღევანდელი მთავრობის სასახლის ზედა კორპუსის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ქართული დრამატული თეატრის პირველი სპექტაკლის (1850წ. 2/14 იანვარი) შემდეგ, გ. ერისთავის დასმა სწორედ ამ შენობაში ითამაშა მისივე კომედია „დავა“.


წყარო

სათეატრო არქიტექტურა საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები