ლუნა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:57, 6 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ლუნა – (რომ.) მთვარის ღვთაება, რომელსაც ბერძნულ სელენესთან აიგივებდნენ. ლუნას ხშირად უკავშირებდნენ დიანას ან ჰეკატეს. რომში ავენტინუსის ბორცვზე აღმართული იყო ლუნას ტაძარი, რომელიც გადმოცემათა თანახმად, სერვიუს ტულიუსის ბრძანებით იქნა აგებული.